15:48 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 11:34:27, 1849 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

„სომხეთთან არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი მიმდინარეობს. ამასთან ერთად, საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა სომხეთისთვის, რადგან სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გადის სომხეთის საქონლის ტრანზიტის უდიდესი ნაწილი. ჩვენ ასევე განვიხილეთ სომხეთში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ქართული ბიზნესის მონაწილეობის შესაძლებლობა გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ირანთან და სხვა ქვეყნებთან და ეს შესაძლებლობა ქართულმა ბიზნესმა უნდა გამოიყენოს,“ -ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საფინანსო-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის საკითხები. აღინიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის მიუხედავად, ქვეყნებს შორის არსებობს ურთიერთობის განვითარების დიდი პოტენციალი.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ტურიზმის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე კულტურულ და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics