01:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 11:24:58, 2154 ნახვა

სამართალი
ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღება იგეგმება

ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღება იგეგმება, - ამის შესახებ ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფგან მუხთარლის საქმესთან ერთად ევროპარლამენტი აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობის საკითხსაც განიხილავს.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერის განცხადებით, აფგან მუხთარლის საკითხი მან საქართველოს ელჩთან ნატალი საბანიძესთან განიხილა.

"შეხვედრა იყო კონფიდენციალური და მის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა, ჩვენ განვიხილეთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხი. პოლიტიკურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული საკითხი შემდეგი პლენარული სესიის დღის წესრიგში შეეტანათ. ამჟამად რეზოლუციის ტექსტზე მიმდინარეობს მუშაობა. დოკუმენტის პროექტი ნანახი ჯერ არ მაქვს, თუმცა ახლო მომავალში აუცილებლად გავეცნობი. ძალიან გვაინტერესებს თუ რა მოხდა სინამდვილეში", - აღნიშნა მაკალისტერმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისიდან აზერბაიჯანში გაიტაცეს. მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი საზღვრის უკანონო კვეტაში, კონტრაბანდაში და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება. ქართული მხარე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი სპეცსამსახურების ჩართულობას გამორიცხავს. ჟურნალისტის გატაცების ფაქტს თბილისში მრავალი აქცია მოჰყვა. მოსახლეობა ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს და მთავრობას მოუწოდებს მუხთარლის საქმე გამოიძიოს.

ცნობისთვის, ჟურნალისტი 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა. ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიავის ოჯახის წევრების ქონებასთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics