|
2017-06-11 15:14:55, 1832 ნახვა
საზოგადოება
ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქველმოქმედო მარათონი გაიმართა
ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქველმოქმედო მარათონს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე შეუერთდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რბენა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მარათონში ყველა რეგისტრირებული მონაწილე ჩაერთო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კიბოს ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა. ბერძულმა დაავადების დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „დღეისთვის, კიბოს ადრეული გამოვლენის შემთხვევაში გადარჩენის შანსი 98%-მდეა. სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ძუძუს კიბოს ნაადრევ გამოვლენას - სკრინინგს, ასევე მკურნალობას, რომელშიც როგორც ქირურგიული, ასევე სხუვური და ქიმიოთერაპიაშედის. ამდენად, მკურნალობის შედეგისთვის ადრეული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განმარტა ნინო ბერძულმა. ძუძუს კიბო საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ქვეყანაში 4 ტიპის სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში კი, მკურნალობის შესაბამისი კურსია უზრუნველყოფილი. „საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს ორგანიზებით, 2005 წლიდან იმართება. ღონისძიება ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. (NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)