|
2015-04-17 18:32:28, 393 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ხვალ რაჭა-ლეჩხუმს ესტუმრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაციას ხვალ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გამართავს. პრემიერი ბიზნესმენებს ამბროლაურის კულტურის სახლში 14:00 საათზე შეხვდება და რეგიონში არსებულ საწარმოო პოტენციალს გააცნობს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი პროგრამა - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სამთავრობო პროგრამის წარდგენამდე, 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ჭრებალოს ღვინის ქარხანას ესტუმრება, სადაც კიდევ ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. მთავრობის მეთაური ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ისაუბრებს პროგრამაზე, რომელიც მცირე და მიკრომეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად. რეგიონში სტუმრობისას დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერატორსა და რაიონების გამგებლებთან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)