|
2017-06-10 17:03:12, 2712 ნახვა
მსოფლიო
ისრაელში ყველაზე მასშტაბური გეი-პრაიდი გაიმართა - აღლუმს 200 ათასი ადამიანი დაესწრო
ისრაელში მასშტაბური გეი-აღლუმი ჩატარდა, - ამის შესახებ RTVi იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თელ-ავივის ქუჩებში ლგბტ თემის 200 ათასი წარმომადგენელი გამოვიდა. აღლუმს 30 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქეც დაესწრო, რომლებიც ამ დღეს ისრაელში სპეციალურად ჩავიდნენ. პრაიდის მონაწილეების ერთ-ერთი ძირითადი ლოზუნგი ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების დევნას უკავშირდებოდა. მედიის ცნობით, აღლუმი თელ-ავივში უკვე 19 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 9 ივნისს იმართება. აღლუმს მოსახლეობა ოჯახის წევრებთან ერთად შეუერთდა. როგორც აღლუმის მონაწილეები აცხადებდნენ, მათთვის მნიშვნელოვანია, მსოფლიოს აჩვენონ, რომ ისრაელი თავისუფალია. მედიის ინფორმაციით, აღლუმზე უცხოელების ვიზიტმა ისრაელის ბიუჯეტში 30 მილიონ დოლარზე მეტი შეიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)