15:46 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 15:28:16, 2553 ნახვა

სამართალი საზოგადოება
პროკურატურა ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის

საქართველოს პროკურატურა ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. 

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება ბრალდებულების გამოკითხვა, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართული რეპ-ჯგუფის Birja Mafia-ს წევრები დააკავეს. დაკავების მიზეზად უწყებაში ჯგუფის წევრებისგან ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ამოღებას ასახელებენ. ჯგუფ Birja Mafia-ს წევრს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ჯგუფის წევრები დაკავებას მათ ვიდეოკლიპს უკავშირებენ, სადაც ჯგუფმა პოლიციელი გააშარჟა. ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics