00:15 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 12:54:31, 8555 ნახვა

სამართალი
„ვიდეოში ჩანს, როგორ სცემს ავთანდილ ხურციძე პოლიციის ინფორმატორს“ - სასამართლო პროცესის დეტალები

ქართველ სპორტსმენ ავთანდილ ხურციძეს, რომელსაც ბრალად რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედება, სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა, - ამის შესახებ Seattle Times იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე ბრალდებამ განაცხადა, რომ აქვს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს ავთანდილ ხურციძე მამაკაცს, რომელიც სამართალდამცავების ინფორმატორი იყო. ამასთან, როგორც ირკვევა, აღნიშნული მამაკაცი სპორტსმენზე ჩანაწერებს აგროვებდა. პროკურორ ენდრიუ ადამსის განცხადებით, კიდევ ერთ ვიდეომასალაში ხურციძე მამაკაცს მუშტს სახეში ურტყამს და პოკერიდან ფულის მოპარვაში ადანაშაულებს. ადამსის თქმით, ხურციძე რუსული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის რაჟდენ შულაიას მაფიის „კუნთი” იყო ბრუკლინში.

სასამართლომდე ერთი დღით ადრე დაცვის მხარე ხურციძის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, რაც მაგისტრანტმა მოსამართლემ დააკმაყოფილა. გირაოს ოდენობა 200 ათას დოლარს შეადგენდა. თუმცა, მოსამართლე კეტრინ ფორესტმა დაცვის მხარეს გირაოზე უარი უთხრა. მან განაცხადა, რომ ხურციძე საზოგადოებისთვის საშიშია და გისოსებს მიღმა უნდა დარჩეს.

ხურციძის ადვოკატის გაი ოკსენჰენდლერის განცხაებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება პროკურორების ბრალდებას, რომ ხურციძე კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად შენიშნეს, ადვოკატი აცხადებს, რომ კრიმინალები მხოლოდ იმიტომ იყვნენ ხურციძის გარშემო, რომ ის ცნობილი მებრძოლია.

"ჩემი კლიენტი, ცნობილი სპორტსმენია, ის ჩემპიონია, ბევრ ადამიანს სურს მის გარემოცვაში ყოფნა. ის მშვიდობის მოყვარული კაცია და მხოლოდ რინგზეა მებრძოლი", - აღნიშნა დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძეს 8 ივლისს ბილი ჯო სანდერსთან ორთაბრძოლა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო მას შემდეგ, რაც ხურციძე დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics