|
2017-06-10 11:02:31, 2810 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ყატარი ისტორიულად ტერორიზმის სპონსორია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყატარს ტერორიზმის ფინანსირებაში დასდო ბრალი, - ამის შესახებ BBC იუწყება. რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა მოუწოდა ყატარის ხელისუფლებას ამ ქმედებას წერტილი დაესვას. "ყატარი, სამწუხაროდ ისტორიულად ტერორიზმის სპონსორი იყო. ჩვენ მოვუწოდებთ ყატარსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ტერორიზმის ფინანსირება", - განაცხადა ტრამპმა. მანამდე კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა სპარსეთის ყურეს ქვეყნებს, ყატარისთვის ბლოკადის შესუსტებისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, ეს ხელს უშლის ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას. ამასთან, ტილერსონმა აღნიშნა, რომ ყატარის ბოიკოტი ნეგატიურად აისახება საქმიან ურთიერთობებსა და ვაჭრობაზე, აგრეთვე ზიანს აყენებს ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქეებს. შეგახსენებთ, რომ 9 ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)