14:12 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 20:59:41, 1786 ნახვა

საზოგადოება
ტურისტული სეზონი აჭარაში დღეს გაიხსნა

ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად დღეს გაიხსნა.

სეზონის გახსნის ღონისძიება სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა საზაფხულო აქტივობების პოპულარიზაციას. „ზაფხული იწყება აქ" - ამ სლოგანით და მოწოდებით აჭარა რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს სიახლეებს და სასიამოვნო დასვენებას ჰპირდება.

სეზონის გახსნას აჭარის მთავრობის ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. იახტ-კლუბის მიმდებარედ სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის წევრები და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. 

საზაფხულო დეკორაციებით მოწყობილ პლაჟზე, სტუმრების განწყობის ასამაღლებლად, ელექტორნული მუსიკის შემსრულებლები ზრუნავდნენ.

სეზონის გახსნაზე გაიმართა ველო მარათონი, ქუჩის რაგბი, მოეწყო ფრანების შოუ, წარმოდგენილი იყო ბაიკერების კლუბიც. მთელი დღის მანძილზე კლუბი „მანდარინის" მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო შეზლონგები და ქოლგების აქცია მიმდინარეობდა. უფასო აქცია ვრცელდებოდა ასევე წყლის გასართობ საშუალებებზე.

სეზონის გახსნის ღონისძიება განსაკუთრებით ლამაზი საღამოს საათებში გახდა, როცა პლაჟზე დაინთო კოცონი და იახტ-კლუბის ტერიტორია განათდა ჩირაღდნებით, ზღვის მხრიდან შემოსული იახტებითა და ახალი, ტურისტული გემით „Ajara Boat". წლევანდელ ტურისტულ სეზონზე ახალი, 400 ადამიანზე გათვლილი სასეირნო გემი სარესტორნო და გასართობი სივრცეებით, მთელი ზაფხულის განმავლობაში მოემსახურება ტურისტებს.

ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება აჭარის მთავრობისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics