|
2015-04-17 18:07:38, 603 ნახვა
საზოგადოება
სამთავრობო კომისია არასამთავრებო ორგანიზაციებს ქედაში ეკომიგრანტი ოჯახების შესწავლის პროცესში მონაწილეობას სთავაზობს
ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი პოლიკლინიკის რეაბილიტირებულ შენობაში ეკომიგრანტი ოჯახების შესახლების მიზნით, ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ“ სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო ჯგუფს დაევალა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილ ბენეფიციართა სოციალურ - სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, წინადადებებისა და დასკვნითი შეფასებების წარმოდგენა სამთავრობო კომისიაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. „სამუშაო ჯგუფის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულ იქნებიან დაინტერესებული არასამთავრებო ორგანიზაციები. სურვილის შემთხვევაში 23 აპრილამდე მოგვმართეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტს. მის: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119, ტელ: 0422 2479 60“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)