00:20 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 19:42:59, 1854 ნახვა

სამართალი
აქციაზე დაკავებული საფინანსო კომპანია „საქართველოს“ 4 დაზარალებულისა და ერთი ადვოკატის წინააღმდეგ საქმე შეწყდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს დაკავებული  საფინანსო კომპანია „საქართველოს“ 4 დაზარალებულისა და ერთი ადვოკატის    წინააღმდეგ საქმე შეწყდა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა ლალი თეთრუაშვილმა განუცხადა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე,  რომელზეც განაჩენი უნდა გამოცხადებულიყო, მოსამართლემ აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებები ვერ წარმოადგინეს, რაც საქმის შეწყვეტის საფუძველი გადა.

4 დაზარალებულ  მეანაბრეს და ერთ ადვოკატს სამართალდამცველები  წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში  ბრალდებულების  მხარდასაჭერად დაზარალებული მეანაბრეები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ მათ მეოგბრებს კანონი არ დაურღვევიათ და საქმეში ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც იდო. ამასთან. ლალი თეთრუაშვილის განცხადებით, ბრალდება  2 პირისთვის 15-15 დღიანი პატიმრობის შეფარდებას, ხოლო დანარჩენებისთვის 500-500 ლარიან ჯარიმას ითხოვდა.

 „ჩვენ ვართ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულები-2300 მეანაბრე.8 თვიანი უყურადღებობის გამო, გავმართეთ აქცია, რომელიც იყო მშვიდობიანი და წინასწარ სანქცირებული. ვიყავით

 400 -500 ადამიანი.  შემდეგ მშვიდობიანად გადავედით რუსთაველის გამზირის ერთი მხრიდან, მეორე ადგილზე. ამის გამო მოხდა პოლიციასთან შეტაკება. ჩვენ მშვიდობიანად გადავდიოდით, გზას არ ვკეტავდით. მოძრაობა რამდენიმე წამით შეყოვნდა მხოლოდ იმიტომ, რომ  ბევრნი ვიყავით და გადასვლას დრო სჭირდებოდა,  დამნაშავეები არ ვართ. გადავდიოდით მშვიდად. მაშინ დააკავეს ჩვენი 4 მეანაბრე და პლუს ერთი-ერთი ჩვენი ადვოკატი მამუკა ტუსკაძე. პოლიციის წარმომადგენლობა  ითხოვს 2 პირის დაკავებას 15 დღის განმავლობაში და სამი ქალბატონისთვის 500-500 ლარიანი ჯარიმის შეფარდებას. ისინი ნებაყოფლობით ჩასხდნენ  პატრულის მანქანაში, რადგან თქვეს თუ დასაჭერი არიან, ჩვენც დაგვიჭირეთო“,-განუცხადა პროცესის დაწყებამდე ლალი თეთრუაშვილმა „ექსპრესნიუსს“.

რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს დაკავებული, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ 4 დაზარალებული და ერთი ადვოკატი პატიმრობაში არ იმყოფებოდნენ. ისინი დაკავებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს.

რაც შეეხება უშუალოდ მათი  პროტესტის მიზეზს, მეანაბრეები  ხელისუფლებისგან  დაკარგული ანაბრების გამო, დახმარებას ითხოვენ.

 „24 საათი ვხედავდით,  ქვეყანაში რადიოში, სატელევიზიო არხებზე ტრიალებდა რეკლამა ცნობილი ადამიანების, მსახიობების მონაწილეობით, ხდებოდა  საფინანსო კომპანია „საქართველოს“ რეკლამა,  რომ თუ  იქ დავაბანდებდით ჩვენს დანაზოგს, შევიქმნიდით ფინანსურ სტაბილურობას. გავიდა რაღაც დრო და აღმოვჩნდი ასეთ კატასტროფულ ვითარებაში. 5 თვიანი ლოდინის რეჟიმში ვართ. რამოდენიმე  დღის წინ შექმნეს პარლამენტთა გარკვეული ჯგუფი, 4 პარლამენტარის შემადგენლობით.  არ ვიცი, როგორ განიხილება საქმე. დაიდო საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო გადაწყვეტილების შედეგად მათ უნდა გამოიკვლიონ  ჩვენი მდგომარეობა. ჩემთვის წარმოუდგენელია, 8 თვის განმავლობაში მიდიოდეს გამოძიება, დაკავებულია ფუძემდებლის მეუღლე, რომელსაც ჰქონდა გატანილი აქედან ჩვენი სახსრები,  და ამ ფონზე, როგორ შეიძლება არ დაადგინონ რეალურ მეანაბრეთა რაოდენობა შესაბამისი დავალიანებით. ვიშრომე, ვიწვალე , ქვეყანას ვარგებდი, 12 წელი ქვეყნიდან გასული ვიყავი,  ნუ იქნებოდა მაშინ ასეთი რეკლამები, დაცული ყოფილიყო ეროვნული ბანკისგან, შესაბამისი ინსტანციებისგან. მაშინ ჩვენ ასეთ მდგომაროებაში არ აღმოვჩნდებოდით. ძირი და საფუძველი ეძებონ, ვიდრე ის, რომ ჩვენ გამოვალთ და ერთ  ნაბიჯს ირიბად გადავდგამთ თუ არა. ამის გულისთვის ნამდვილად არ უნდა გვსჯიდნენ“,-განაცხადა ლალი თეთრუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics