05:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 18:57:10, 2492 ნახვა

საზოგადოება მსოფლიო
აზერბაიჯანელი დეპუტატი: მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების თანამშრომლობის შედეგად დააპატიმრეს

აზერბაიჯანის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრის ელმან ნასიროვის განცხადებით, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების თანამშრომლობის შედეგად დააპატიმრეს. 

ამის შესახებ დეპუტატმა "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა. 

„ანალიზი აჩვენებს, რომ აფგან მუხტარლი დიდი ქსელის ერთი ნაწილია. ეს რომ მხოლოდ მუხტარლის შეხებოდა, ბუნებრივია, მისი დაპატიმრება საჭირო არ იქნებოდა. საქართველომ და აზერბაიჯანმა ეს ნაბიჯი სპეცსამსახურების თანამშრომლობის შედეგად გადადგეს. 

სამართალდამცავებმა ძალიან დიდი პროფესიონალიზმი გამოავლინეს. გარკვეული პიროვნებების მხრიდან მუხტარლის საქმეში აზერბაიჯანული მხარის დადანაშაულება საფუძველსმოკლებულია. მუხტარლის დაკავება გონივრული იყო. ეს აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მიერ ბოლო წლებში ჩატარებული ყველაზე წარმატებული სპეცოპერაციაა“, - განაცხადა ელმან ნასიროვმა. 

ჟურნალისტის კითხვას, რამდენად სამართლიანი იყო, რომ აფგან მუხთარლის დაპატიმრების დროს თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ნასიროვმა აღნიშნა, რომ ტექნიკურ დეტალებში გათვიცნობიერებული არ არის.

მისი თქმით, ყველა ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად გადაიდგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics