14:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 18:56:24, 1863 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს სააგენტოებს შორის გენდერული თანასწორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ძალადობის საპასუხოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და გაეროს სააგენტოების - გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ (UNFPA) და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ მოაწერეს.

მემორანდუმის საფუძველზე, გაეროს სააგენტოები დაეხმარებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და გაძლიერებაში ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), ჯანდაცვის სამინისტროს ხელს შეუწყობენ ჯანდაცვის სისტემაში ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევების მართვის და მომსახურების გაწევის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შექმნას, მათ პილოტირებასა და სისტემაში დანერგვას, სამედიცინო პერსონალისთვის სპეციალური სასწავლო მოდულების შექმნასა და დანერგვას, საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალიზებული მომსახურების შექმნასა და დახვეწას, ძალადობის მსხვერპლთათვის ოთხი ახალი დაწესებულების (კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების) გახნას, მსხვერპლებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებას, მონიტორინგის მექანიზმის სრულყოფას. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფოს პასუხს ქალთა მიმართ ძალადობაზე და ხელს შეუწყობს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროცესის მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმართვას.

გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“ ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics