04:57 - 22 Oct, 2026
|
2017-06-09 17:52:36, 2988 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
Birja Mafia-ს დაკავებული წევრი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს
ჯგუფ Birja Mafia-ს დაკავებული წევრი მიხეილ მგალობლიშვილი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც მგალობლიშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, დაკავების დროს მას უფლებები არ განუმარტეს და ასევე დაკავების ოქმი არ გადაუციათ. მგალობლიშვილი დაკავებას კლიპს უკავშირებს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალდებულის თქმით, პოლიცია მას თავში ურტყავდა და აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდა. "მირტყამდნენ თავში, მაიძულებდნენ აღიარებას, რომ ნარკოტიკი ჩემი იყო", - აღნიშნა მან. ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)