14:12 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 17:14:42, 1695 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ახალი საბავშვო ბაღების ნუმერაცია დასრულდა

თბილისის ხუთ ახალ საბავშვო ბაღს, რომლებიც სექტემბერში გაიხსნება, შესაბამისი ნომრები მიენიჭა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, 24 მაისის განკარგულებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ხუთი ახალი ა(ა)იპ დააფუძნა, შესაბამისად, ოფიციალურად განისაზღვრა ახალი ბაღების ნუმერაცია, რაც რეგისტრაციის შემთხვევაში დაფიქსირდება სააგენტოს ვებპორტალზე.

 ამ განკარგულების მიხედვით: ა) საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის დასახლების მეორე ზონაში აშენებულ ახალს ბაღსმიენიჭანომერი - 33, ბ) ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N6-ში მდებარე ბაგა-ბაღი იქნება N69-ე, გ) საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N23-ში არსებული საბავშვო ბაღი იქნება N74-ე საჯარო ბაგა-ბაღი, დ) ნაძალადევის რაიონში, ურეკის ქუჩა N4-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი იქნება N113-ე საჯაარო ბაგა-ბაღი,  ე) თბილისთან შემოერთებულ სოფელ წინუბანში მდებარე ბაღს სახელწოდება მიენიჭა  „ქ.თბილისის წინუბნის საბავშვო ბაგა-ბაღი“.

ხუთივე საბავშვო ბაგა-ბაღი 2017 წლის სექტემბრიდან შევა ექსპლუატაციაში, რითაც დამატებით, 1500 აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი.

 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics