|
2017-06-09 15:28:31, 2300 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია აკრედიტაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
აკრედიტაციის საერთაშორისო დღეს და საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარებას მიეძღვნა სასტუმრო „ბეტსი“-ში გამართული კონფერენცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლებს, აკრედიტებულ კომპანიებსა და მეწარმეებს ევროპული აკრედიტაციის მიერ საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებისთვის. „მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგები საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული. ეს არის ინსტიტუციონალურად წინგადადგმული ნაბიჯი ქართული ეკონომიკის ევროპულ ეკონომიკასთან ინტეგრირების მიმართულებით. აკრედიტაციის ორგანოს ფუნქცია დღეს არის უმნიშვნელოვანესი, რადგან კარგად გვესმის, რომ ქართული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სერიოზული გამოწვევა გახლავთ სწორედ ხარისხის ინფრასტრუქტურა. ჩვენი ეკონომიკა არის ღია და პატარა, შესაბამისად, კარგად გვესმის, რომ ამ გამოწვევის პასუხი გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება რეგიონულ და საერთაშორისო ეკონომიკაში, რის გამოც აქტიურად ვაწერთ ხელს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს სხვადასხვა ქვეყნებთან. ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს სერვისებზე ორიენტირებული, ეს უნდა იყოს პლატფორმა დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობისთვის. აქედან გამომდინარე, აკრედიტაციის ორგანოს გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას. როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, აკრედიტაციის შედეგების საერთაშორისო ბაზარზე აღიარება ნიშნავს იმას, რომ ქართველ მეწარმეებს, უმრავლეს შემთხვევაში, თავისუფლად შეეძლებათ ევროპის ქვეყნებში პროდუქტის რეალიზება და აღარ გახდება საჭირო განმეორებითი გამოცდებისა და სერტიფიკაციის ჩატარება ბაზარზე დაშვების მიზნით. „ეს არის ძალიან დიდი ხელშეწყობა ექსპორტისთვის, რადგან მისთვის საჭირო დოკუმენტები, მათ შორის ლაბორატორიული გამოცდის ოქმი თუ სერტიფიკატი, ხშირ შემთხვევაში, არ იყო აღიარებული ევროპაში. დღეისთვის ეს დოკუმენტები უკვე აღიარებულია, რაც შეამცირებს ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ასევე ხარჯებს, რომელიც შესაბამისობის შეფასებაზე უნდა იქნას გაწეული და ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - აღნიშნა აკრედიტაციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა პაატა გოგოლიძემ. ღონისძიებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ასევე აკრედიტებული კომპანიების წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ.
(NS)
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)