|
2017-06-09 15:15:06, 2211 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი გახარია: საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანააა, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, პირდაპირი ინვესტიციები იზრდება ტრანსპორტის, მშენებლობის, კავშირგაბმულობის, ვაჭრობის, დეველოპმენტის, საფინანსო და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. „რომ ნახოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, ყველგან არის კლება, ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც არის ინვესტიციების ზრდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ 4%-მდე ზრდა არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ჩვენი მიზანია გვქონდეს და აუცილებლად გვექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრო მეტი ზრდა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია 3.7%-ით და 403.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგენს. ასევე 3.8-ჯერ გაზრდილია რეინვესტირების მაჩვენებელი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი კომპონენტია. 2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორებში. ინვესტიციების შემოდინების კუთხით გამოირჩეოდა აზერბაიჯანი, საიდანაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 24% (97 მლნ. აშშ დოლარი) განხორციელდა, თურქეთი - მთლიანი ინვესტიციების 20% (82 მლნ. აშშ დოლარი) და გაერთიანებული სამეფო 20% (80 მლნ. აშშ დოლარი). „კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რომ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში იყო კლების ტენდენცია პირდაპირი ინვესტიციების კუთხით. საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ლოკაცია, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. რეგიონში შემცირებული საინვესტიციო აქტივობის ფონზე, ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდა ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის კარგი გარემოა შექმნილი. მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების პარალელურად მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემდგომი ზრდა, რასაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა და თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აგრძელებს მიზნობრივ საინვესტიციო ჯგუფებთან მუშაობა, რათა ქვეყანა მუდმივად დარჩეს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესთა არეალში.
(NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)