|
2017-06-09 14:58:28, 2156 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: სამწუხაროა, რომ ასეთი ინფორმაცია უმაღლეს დონეზე ჟონავს
„გვაქვს ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ და ამ ლეგიტიმურ ეჭვებს აქვს, ბუნებრივია, თავისი საფუძველი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილი წინასწარი დასკვნის გასაჯაროების ფაქტზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დოკუმენტის არ გასაჯაროება ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რაც საქართველოს პარლამენტმა პირნათლად შეასრულა. „საუბარი იყო იმაზე, თუ როდის გასაჯაროვდებოდა ეს დასკვნა და მაშინ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სწორედ რომ კომისიის თხოვნა იყო ამ დოკუმენტის არ გასაჯაროება იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დასკვნის წინასწარი პროექტი. შესაბამისად, ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რომ არ გასაჯაროებულიყო ეს დოკუმენტი. ჩვენ ეს პირობა, ბუნებრივია, პირნათლად დავიცავით, თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ გუშინ „ტაბულაში“ გაჟონა ინფორმაციამ, იყო სიტყვა-სიტყვით ციტირებული კონკრეტული ჩანაწერები, ამ დასკვნის. ორ სუბიექტს ჰქონდა რეალურად მხოლოდ ეს დოკუმენტი: ეს იყო პარლამენტის ხელმძღვანელობა და ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ გვაქვს, ბუნებრივია, ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ და ამ ლეგიტიმურ ეჭვებს აქვს ბუნებრივია, თავისი საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მომხდარით შეშფოთებულია. „გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეშფოთებულია ბატონი ჯანი ბუკიკიო ამ ფაქტთან დაკავშირებით, ანუ ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ შეშფოთებას. არის ძალიან სამწუხარო ის, რომ უმაღლეს დონეზე ჟონავს ასეთი ინფორმაცია. ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი, რაც ნამდვილად უნდა აღინიშნოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)