|
2017-06-09 12:55:05, 1635 ნახვა
საზოგადოება
რეზო ასათიანი: პროფესიული განათლების სისტემა უნდა გაძლიერდეს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა შვეიცარიის საელჩოსა და ქართულ-შვეიცარული ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „პროფესიული სწავლებისა და ტრენინგის შვეიცარული მოდელი“ მონაწილეობა მიიღო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე საქართველოში პროფესიული განათლების შვეიცარული გამოცდილებისა და ცოდნის, როგორც მოდელის, გაზიარების საკითხები განიხილეს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში დიდ როლს საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ განათლების რეფორმა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა. რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებას და პოპულარიზაციას გულისხმობს. ამ მხრივ, შვეიცარიის დუალური პროგრამა, რაც თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთობლიობას წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულია. ღონისძიებას შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, ქართულ-შვეიცარული ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ მიქელაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ სამხარაძე, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის და შვეიცარული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)