17:07 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 22:51:58, 679 ნახვა

სპეციალური ანონსი
9 ივნისის ანონსი

08:30 საათზე, გლდანში, I მიკრო რაიონში, 39-ე საჯარო სკოლის ეზოში ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად უსაფრთხო მოძრაობის პერფომანსს ჩაატარებს. საკონტაქტო : თეონა ოთანაძე 577951115

09.45 საათზე,    სასტუმრო „ბეტსი"-ში (თბილისი, მაყაშვილის 32/34) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია აკრედიტაციის საერთაშორისოდღისადმი მიძღვნილ კონფერენციას გახსნის.

09:45 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორი დოლიძე საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული „პარტნიორობა მობილობისთვის“ ინიციატივის ფარგლებში „ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის“ შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნის. 

10:00 საათზე, პროექტის ფარგლებში შექმნილ ნამუშევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გაეცნობა.
ადგილი: თბილისის მე-60 საჯარო სკოლა
მისამართი: ყაზბეგის ქ. 39

11.00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ახალი სასტუმროს The Grove Design Hotel-ის გახსნის ღონისძიებას დაესწრება. სასტუმრო თამარ მეფის ხიდთან მდებარეობს.

11:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი  ლევან დავითაშვილი საგამოფენო ცენტრის ,,ექსპოჯორჯია"  მე-11 პავილიონში,   ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას WinExpo Georgia 2017-ს გახსნის.

12:00 საათზე, "პირველ პრესკლუბში" სპორტის ყოფილი მინისტრი თამაზ თევზაძე პრესკონფერენციას გამართავს.თემა: სპორტის შესახებ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნესცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 01 82 49

12:30 საათზე, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, პარლამენტიდან დეპუტატი შემოივლის მთაწმინდას და კონკრეტულად იმ პრობლემურ ადგილებს, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია! ლაივ ჩართვების ნახვა შეგეძლებთ დეპუტატის ოფიციალურ გვერდზე! პირველი განცხადება გაგეკეთებდა პარლამენტის წინ 12:30 წუთზე!

14:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნული არქივის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს მიულოცავს და სპეციალურ ჯილდოებს გადასცემს.
მისამართი: ვაჟა ფშაველას # 1, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზი

14:00 საათზე სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის" პროექტია, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას და იგი სამ ტურად ჩატარდა.
მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9).

19:00 საათზე, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში (მარჯანიშვილის ქ. #7) გაიმართება თინათინ კობახიძის პერსონალური გამოფენა - "360 გრადუსი".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics