|
2017-06-08 21:07:49, 852 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში შეიარაღებული ძალების სამმხრივი საველე სწავლება მიმდინარეობს
ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამმხრივი საველე სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ მიმდინარეობს. სწავლების მიზანს სამი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. სცენარის მიხედვით ქვედანაყოფებმა პირდაპირი მოქმედებების განხორციელებით მაღალი ღირებულების სამიზნეები გააუნებელყვეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალური ამოცანები შეასრულეს. მათ სამედიცინო მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების გავლაც მოუწიათ. სწავლება 10 დღის განმავლობაში გრძელდება და მასში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო კომპონენტები იღებენ. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალურ ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება რიგით მესამეა. აღნიშნულ სწავლებას მანამდე ორჯერ თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა. (NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)