22:14 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 19:38:20, 2152 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გიორგი კეპულაძე: კერძო მესაკუთრეებს ვეუბნებით უარს, რომ საკუთარი მიწის ძვირად გაყიდვა შეძლონ

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით, „უფრო პოპულისტური თემაა, ვიდრე ეკონომიკური მიზნებით ნაკარნახევი".

როგორც კეპულაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება, ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყნის მდგომარეობაზე დადებითად არ აისახება.

"ის რომ დღეს ქართული თხილი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია და ის რომ გაცილებით მეტ თხილს ვყიდით ჩვენ ვიდრე ყურძენს და ღვინოს, არის უცხოური კომპანიის დამსახურება, რომელმაც შეიძინა მიწები სამეგრელოში და იქ თხილი გააშენა. ასეთი მაგალითი არის ძალიან ბევრი. ჩვენ ვეუბნებით უცხოელ ინვესტორებს, რომ მომავალში - თქვენ ვერ შეიძენთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, რომელთა დანიშნულებაც ძირითადად შესაბამისი პროდუქციის გაშენება იყო, თუნდაც უცხოელი ინვესტორების მიერ. ამასთან, თბილისსა და სხვა ქალაქებში უცხოელი ინვესტორები ნებისმიერი ფართობის მიწას შეიძენენ. ვინაიდან, საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. ეს ეხება ძირითად რეგიონებს, სადაც ისედაც დაბალია მიწის ფასი. გამოდის, რომ ინვესტორებს არ ვაძლევთ საშუალებას მიწა შეიძინონ და ბიზნესი აწარმოონ, ეს თავის მხრივ მიწებზე ფასის კლებას გამოიწვევს. შესაბამისად, ჩვენ კერძო მესაკუთრეებს ვეუბნებით უარს, რომ მათ შეძლონ საკუთარი მიწა ძვირად გაყიდონ", - აღნიშნა კეპულაძემ.

ექსპერტის შეფასებით, სასოფლო-სამეურნეო მიწით უცხოელი ინვესტორების დაინტერესება, მიწებზე ფასების გაზრდას გამოიწვევს.

"მიწა, რომელიც შეიძლება შეიძინოს უცხოელმა ინვესტორმა და იქ გააშენოს წარმოება, თავისთავად ასეთი ტიპის მიწაზე იზრდება დამატებითი ღირებულება, ეს კი ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას. ანუ ბევრი უცხოელი ინვესტორი, რომ ყიდულობდეს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, მათ ექნებოდა ძალიან დიდი ფასი, მაგრამ ფასი დაბალია და მომავალში ეს ფასი კიდევ უფრო შემცირდება. ზოგადად მგონია, რომ ეს უფრო პოპულისტური თემაა ვიდრე ეკონომიკური მიზნებით ნაკარნახევი. გვახსოვს მოქმედი მთავრობის მინისტრების კომენტარები, თუ როგორ ამბობდნენ ისინი, რომ ეს იყო გარკვეულწილად საფრთხის შემცველი ინვესტორებისთვის", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერი გახდება მტკიცე გარანტია, რომ ქართული მიწები საქართველოს სახელმწიფოს დარჩეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics