|
2017-06-08 19:29:42, 2006 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოპარკში თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ტექნოპარკში, კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ახალი საინვესტიციო პროექტი გააცნო. პროექტი მიზნად თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას ისახავს. ,,ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ საქართველოს მთავრობა კონცენტრირებულად დებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის. გვესმის, რომ მოსახლეობის მობილურობა არის ის ელემენტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. ასევე გვესმის, რომ ჰაბის ფუნქცია, ჩვენი პატარა და ღია ეკონომიკისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. ყველას კარგად გვესმის, იმ რეგიონში, რომელშიც საქართველოს ეკონომიკა ფუნქციონირებს და ჩვენი ბევრი სავაჭრო პარტნიორი ასე თუ ისე სხვადასხვა ხარისხით იცავს თავის ბაზარს, ვერ ვხედავთ მსგავსი მიდგომის განმეორების შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ, ვცდილობთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით გადავლახოთ ის გამოწვევები, რომელიც ამ პატარა და ღია ეკონომიკას გააჩნია. შესაბამისად, ტრანზიტული ფუნქცია, ჰაბის ფუნქცია, ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა, ის ბიზნეს გარემო, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ ქვეყანაში, რათა ხელი შევუწყოთ დიდ ეკონიმიკებს შორის ვაჭრობას. გარდა ამისა, ექსპორტი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ლოგისტიკური ცენტრები ექსპორტს და საექსპორტო პოტენციალის ზრდასაც შეუწყობენ ხელს”, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ,,პროექტი ფაზების მიხედვით განვითარდება. ჩვენ შემდგომ ეტაპზე გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, რომელზეც კერძო სექტორი იქნება მოწვეული და მათ საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროქტის განვითარებაში,-‘’განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა. საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება შემუშავდა. დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა. ,,ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი მსოფლიო ბანკმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით მოამზადა. ჩვენ გთავაზობთ საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების კონცეფციას: ერთი არის თბილისთან ახლოს, რომელიც ადგილობრივ და რეგიონულ მოთხოვნებს მოემსახურება, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებს-აზერბაიჯანსა და სომხეთს. მეორე კი საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ქუთაისში იქნება განთავსებული‘’,–განაცხადა მარტინ ბოთიმ კომპანია ,,დორნიეს“ დირექტორმა ლოგისტიკის საკითხებში. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შესაბამისად შეირჩა ორი საუკეთესო ლოკაცია - ერთი აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ კუმისთან და მეორე დასავლეთში, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ. ასევე, მომზადდა თითოეული ლოგისტიკის ცენტრის კონცეპტუალური დიზაინი, ბიზნესმოდელი, გაკეთდა ბაზრის ანალიზი, სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ოპერირების ოპტიმალური მოდელი, განისაზღვრა დასაქმებულთა რაოდენობა და საჭირო კვალიფიკაცია. ,,მინდა, აღვნიშნო, რომ პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის თანამიმდევრული პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გამოყენებას და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზებას. ამ მიზნის მისაღწევად, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზემოხსენებული პროექტები შექმნიან სინერგიის ეფექტს ქვეყნის სატრანზიტო-ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნის მიზნით,-‘’განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება შეადგენს 80.3 მილიონ აშშ დოლარს, ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება კი - 72.5 მილიონს. ლოგისტიკური ცენტრების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, ასევე წაახალისებს ექსპორტს. ამასთან, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად შეიქმნება 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ახლო მომავალში გამოაცხადებს ინტერესთა გამოხატვას თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობის მიზნით. ყველა დაინტერესებულ კომპანიას ან კომპანიათა ჯგუფს (კონსორციუმი) შესაძლებლობა ექნება, შემოიტანოს განაცხადი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით. ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი გამოქვეყნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე: www. economy.ge (NS)
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)