|
2017-06-08 19:24:22, 1519 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ხვალ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას გახსნის
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხვალ 11:00 საათზე საგამოფენო ცენტრის ,,ექსპოჯორჯიას" მე-11 პავილიონში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას WinExpo Georgia 2017-ს გახსნის. მე-10 საიუბილეო გამოფენა WinExpo Georgia 2017 საგამოფენო ცენტრში ,,ექსპოჯორჯია" 9-11 ივნისს ჩატარდება. გამოფენის მენეჯერის ნინო გამრეკელის განცხადებით, გამოფენა და ბიზნეს ფორუმი ყველა დაინტერესებული პირისთვის არის, სადაც შექმნილია კომფორტული და საქმიანი გარემო, რაც ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობების დამყარებასა და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას. „10 წლის ისტორიის მანძილზე, WinExpo-Georgia დამკვიდრდა, როგორც ღვინის წარმოების, დისტრიბუციისა თუ რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა და მოყვარულთა შეხვედრის ადგილი. WinExpo-Georgia კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. ეს არის გამოფენა და ბიზნეს ფორუმი ყველა დაინტერესებული პირისთვის, სადაც შექმნილია კომფორტული და საქმიანი გარემო, რაც ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობების დამყარებასა და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას“ - აღნიშნა ნინო გამრეკელმა. მისივე თქმით, გამოფენის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარებისა და აპარტურის მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან. მანვე აღნიშნა, რომ გამოფენის პარალელურად გაიმართება ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი, სადაც გამარჯვებულ საუკეთესო ღვინოებს გადაეცმათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები და საერთაშორისო დიპლომები. როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, დამატებით, სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ღვინო დაჯილდოვდება უმაღლესი ჯილდოთი. „წელს პირველად დამზადდება და გამარჯვებულებს გადაეცემა სახელობითი მედლები. ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები არიან ტიმ ატიკინი- თავმჯდომარე (დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ისა ბალი (თურქეთი), სარა ებოტი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ მესხი (საქართველო) და გოგი დაქიშვილი (საქართველო)“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. მისი ინფორმაციით საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ კომპანიებს გადაეცემა შემდეგი სახელობით მედლები: საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო - ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი,საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი ,საუკეთესო წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი,საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი,საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი ,საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი. 2017 წელს გამოფენაში მონაწილეობს 97 კომპანია, წარმოდგენილი იქნება 170-ზე მეტი ღვინო. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. გამოფენაზე სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - გიორგი ჩოგოვაძე და საგამოფენო ცენტრი ექსპო-ჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა მიესალმებენ.
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)