22:14 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 15:35:11, 2196 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეესაბამება ჩვენს მიდგომებს

ვენეციის კომისიის წინასწარი რეკომენდაციები მმართველი გუნდის მიდგომებს შეესაბამება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, წინასწარი დოკუმენტი ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას უკვე გამოეგზავნა და დაზუსტების შემდეგ, იგი ოპოზიციური სუბიექტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. 

„ვენეციის კომისიის მხრიდან გამოგზავნილი გვაქვს წინასწარი დოკუმენტი, ასევე, არის მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დოკუმენტი გაეგზავნოს სხვა სუბიექტებსაც. ერთადერთი, წინასწარ დოკუმენტთან დაკავშირებით ვუგზავნით ჩვენს კომენტარებს ვენეციის კომისიას, იმისთვის, რომ საბოლოოდ დაზუსტდეს. ამ დასკვნაში არის გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. ეს 2-3 დღის საქმეა და ამის შემდეგ ალბათ უკვე ხელმისაწვდომი გახდება ეს დოკუმენტი ასევე ოპოზიციური სუბიექტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა, აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მმართველი გუნდის მიდგომებს, მათ შორის, ბონუსის ნაწილშიც შეესაბამება. 

„იმ ზოგად მიდგომას, რომელზეც ვსაუბრობდით, ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია შეესაბამება, მათ შორის, ბონუსის ნაწილშიც. ბონუსთან დაკავშირებით,ზოგადი, ბლანკეტური კრიტიკული შენიშვნა ვერ იქნება. საუბარია იმაზე, რომ ბონუსი შეიძლება გახდეს მკაფიოდ განსაზღვრული, კერძოდ, დაწესდეს ზედა ზღვრები. ეს არის ჩვენი მიდგომაც და ეს მიდგომა ალბათ საბოლოოდ აისახება ვენეციის კომისიის დასკვნაში. ეს სულისკვეთება ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ გარკვეული დოზით სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ბონუსმა არ უნდა გამოიწვიოს ზედმეტად დიდი დაშორება თანასწორობის პრინციპიდან. ეს არის ჩვენი მიდგომაც და ეს მიდგომაც, ბუნებრივია, აისახება ვენეციის კომისიის დასკვნაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics