|
2017-06-08 14:41:12, 1567 ნახვა
საზოგადოება
კახეთის რეგიონში გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
„დელტას“ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული, გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა, რისთვისაც 360-ზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი. 7 ივნისის დილის საათებიდან სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა მეტეორადარიდან მიღებული ინფორმაციით კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები დააფიქსირა. ნალექის შემოდინება 8 ივნისის დილის საათებამდე გაგრძელდა და მაისმა საერთო ფართობმა 3985 კმ2 შეადგინა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, 30 მმ-მდე დიამეტრის სეტყვის მარცვლების მოსვლა საერთო ჯამში 51400 ჰექტარზე იყო მოსალოდნელი, რაც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ დაცული სახნავ-სათესი და მრავალწლიანი კულტურების მთლიანი ფართობის 19 % შეადგენს. 7 ივნისის 12:40 საათიდან 8 ივნისის დილის 06:21 საათამდე 11 სეტყვასაშიში ღრუბლის კერა ეტაპობრივად დამუშავდა საგარეჯოს, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში. ზემოქმედების შედეგად უმცირესი ზომის სეტყვის მარცვლები მხოლოდ ლაგოდეხის რაიონში დაფიქსირდა, ნალექის უმეტესი ნაწილი კი დანარჩენ რაიონებში წვიმის სახით ჩამოიცალა. (NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)