|
2017-06-08 13:02:42, 1843 ნახვა
ეკონომიკა
სამი ქვეყნის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ახალი პროექტი განიხილეს
საქართველოს, აზერბაიჯანისა და ირანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა, ახალი სარკინიგზო პროექტის - „სამხრეთი-დასავლეთი“-ის აქტივიზების საკითხი განიხილეს. სარკინიგზო დერეფნის განვითარებისათვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, სპარსეთის ყურესა და ინდოეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო ტვირთგადაზიდვას ეხება. თბილისში დღეს გამართულ შეხვედრაზე, მხარეთა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის დროის მაჩვენებელი შესამჩნევად შემცირდება. დღეს არსებული მდგომარეობით, სპარსეთის ყურესა და ინდოეთის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით დიდი მოცულობის ტვირთის საზღვაო გზით გადაზიდვას 30-40 დღე-ღამე სჭირდება. საქართველოს, აზერბაიჯანისა და ირანის სარგინიგზო ხაზით ამავე ტვირთის გადაზიდვა კი გაცილებით მოკლე დროში გახდება შესაძლებელი. ამ სარკინიგზო მონაკვეთზე კი კონკურენტუნარიანი ტარიფის დაწესებაც მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. „ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მისი მეშვეობით ორი დიდი ეკონომიკის უმოკლესი და უსწრაფესი გზით ერთმანეთთან დაკავშირებაა შესაძლებელი. ამასთან, თუ ტვირთი ჩვენს დერეფანში იმოძრავებს, გაიზრდება უსაფრთხოების ხარისხი და მომსახურების ფასიც იქნება მისაღები. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა გადამწყვეტია, რადგან სწორედ დღეს დაისახა ის გადამწყვეტი ღონისძიებები, რომლებმაც საბოლოო ჯამში ეს პროექტი უნდა აამუშავოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროექტი გაზრდის ტვირთბრუნვას როგორც ირანის, ასევე აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინგიზებზე, ხოლო ჩვენს ცნობიერებაში გაჩნდება თვისობრივად ახალი ლოგისტიკური პროდუქტი, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ საქართველოს რკინიგზა გახლავთ“, - აღნიშნა “GR logistics & terminals”- ის დირექტორმა ლევან სულაბერიძემ. პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის რკინიგზის პრეზიდენტმა საიდ მოხამადზადემ. მისი განცხადებით: „ეს არის ახალი სატრანზიტო დერეფნის პრეზენტაცია და საერთაშორისო საზოგადოებისათვის წარდგენა. ძალიან საინტერესო წინადადებები წარმოადგინა საქართველოს რკინიგზამ, რაც დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლას გაააქტიურებს. ყველასათვის ცნობილია, რომ სარკინიგზო მიმოსავლას ალტერნატივა არ აქვს - უფრო უსაფრთხოა, იაფია და სწრაფია. ამ პროცესების განვითარებას კი მოჰყვება თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარებაც.“ ,,აღსანიშნავია ის, რომ რომ ევროპას, პაკისტანს, ინდოეთსა და ირანს შორის დიდი ტვირთბრუნვა არის. ამ დერეფანს კი დიდი პერსპექტივა აქვს. ჩვენ გვსურს შევქმნათ ერთიანი სატარიფო სისტემა, რათა ამ ტვირთის კონტორლი შევძლოთ. მიხარია, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე თავისუფალი სავაჭრო ზონა შექმნა. ეს მუშაობის ხარისხის, ტვირთბრუნვის გაუმჯობესებისა და ტვირთის კომფორტული გადაადგილების იმპულსებს იძლევა“, - აღნიშნა აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ, ჯავიდ გურბანოვმა. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ ჯავიდ გურბანოვმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის რკინიგზის პრეზიდენტმა საიდ მოხამადზადემ შეხვედრის შედეგების ამსახველ შესაბამის დოკუმენტს ხელი დღესვე მოაწერეს.
(NS)
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)