05:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 12:46:16, 2406 ნახვა

მსოფლიო
FBI-ის ყოფილი დირექტორი: ტრამპი პირადად მის მიმართ ერთგულებას მთხოვდა

ამერიკის შეერთებული შტატების FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარსდგება, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას და ამაში ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების მონაწილეობას იძიებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

BBC-ის ინფორმაციით, მედიისთვის კომის განცხადება გახდა ცნობილი, რომელიც მან სენატის საგამოძიებო კომიტეტზე უკვე წარმოთქვა.

მედია საშუალების ცნობით, ამ განცხადებაში კომი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი პირადად მის მიმართ ერთგულებას თხოვდა.

სენატის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ჯეიმს კომი 27 იანვარს ტრამპთან ერთად საქმიანი ვახშმის დეტალებს იხსენებს. ბიუროს ყოფილი დირექტორის განცხადებით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი გამოძიების ფედერალურ ბიუროზე „პატრონაჟის მსგავსი ურთიერთობის“ დამყარებას ცდილობდა.

„ამან ძალიან შემაშფოთა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ტრადიციულად დამოუკიდებელი სტატუსი აქვს“, - განაცხადა კომიმ. დონალდ ტრამპმა ყოფილ მაღალჩინოსანს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მე მინდა ერთგულება. ველოდები ერთგულებას.“

კომის თქმით, პრეზიდენტი მას ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის მაიკლ ფლინის წინააღმდეგ საქმის გამოძიების შეწყვეტას მოითხოვდა, რომელიც აშშ-ში რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან კონტაქტების დამალვაშია ეჭვმიტანილი. „იმედი მაქვს, თქვენ თავს დაანებებთ გამოძიებას და ფლინს, ის კარგი ბიჭია“,- ასე მიმართა მაშინ დონალდ ტრამპმა კომის. გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ტრამპთან 30 მარტს გამართულ სატელეფონო საუბარსაც იხსენებს, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი რუსეთთან შესაძლო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიება „ღრუბელია“, რომელიც მას ქვეყნის მეთაურის რანგში მოქმედებებში უშლის ხელს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გაათავისუფლა. როგორც ტრამპმა შემდეგში განმარტა, კომი ბიუროს არაეფექტურად ხელმძღვანელობდა და თვითრეკლამით იყო დაკავებული. 

ცნობისთვის, ჯეიმს კომი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, რუსეთის შესაძლო ჩარევისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების კრემლის წარმომადგენლებთან შესაძლო ფარული შეთანხმების შესახებ გამოძიებას ხელმძღვანელობდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics