12:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 10:45:28, 1680 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფერმერთა რეესტრის შექმნის საკითხები განიხილეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ფერმერთა რეესტრის საკითხები განიხილეს და ფერმერთა რეესტრის შექმნის სამოქმედო გეგმის მიმდინარე სტატუსზე იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი,  მინისტრის მოადგილეები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ წარმომადგენლები და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე   აღინიშნა, რომ ფერმერთა რეესტრის შექმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული რეალობის და სამინისტროს მიზნების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა,  ევროკავშირთან  აღებული  ვალდებულების თანახმად, 2018 წლისთვის საქართველოში ფერმერთა რეესტრი უნდა შეიქმნას.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირთან და FAO-სთან ერთად აქტიურად მუშაობს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარკვეული სახის მონაცემთა ბაზები უკვე არსებობს.

„შექმნილია მცირემიწიან ფერმერთა, სახელმწიფო პროექტებით მოსარგებლე ფერმერთა, ასევე მევენახე ფერმერთა ბაზები, თუმცა არ არსებობს ფერმერთა ერთიანიბაზა, რომელიც ფერმერთა შესახებ უფრო სრულყოფილ სურათს  წარმოაჩენს. შესაბამისად,  მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს  მონაცემთა ისეთი რეესტრი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მიზნების და არსებული რეალობის გათვალისწინებით იქნება შექმნილი“,-აღნიშნა მინისტრმა.

შეხვედრაზე FAO-ს წარმომადგენლებმა საქართველოში ფერმერთა რეესტრის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ყველა ასპექტის გათვალისწინება, რათა ის ბაზა რომელიც შეიქმნება იყოს განახლებადი და ცოცხალი დოკუმენტი, რომელშიც  ფერმერთა შესახებ ინფორმაცია სამინისტროს მიზნობრიობასთან შესაბამისობაში აისახება.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეესტრის ჩამოყალიბების ყველა  ეტაპზე გათვალისწინებული იქნება  ის მიზნობრიობა, რისთვისაც ამ რეესტრის გამოყენება მოხდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics