|
2017-06-08 09:31:58, 2533 ნახვა
მსოფლიო
დადგება თუ არა Brexit-ი კითხვის ნიშნის ქვეშ - ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ბრიტანეთის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გადაწყვიტონ, თუ ვინ წარმოადგენს მათ ინტერესებს პარლამენტში და ვინ გაუძღვება ქვეყანას მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში 2016 წელს ჩატარებულმა რეფერენდუმმა განაპირობა.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ტერეზა მეის კონსერვატიულ პარტიას მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს, ამიტომ ქვეყნის პრემიერი თვლის, რომ არჩევნების შემდეგ მის პარტიას თემთა პალატაში უმრავლესობის მოპოვება შეუძლია. როგორ ტარდება საყოველთაო არჩევნები ბრიტანეთში?
პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომლის გუნდის წევრებიც ყველაზე მეტ ადგილს მოიპოვებენ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრი ხდება. მას ამ პოსტზე დედოფალი წარადგენს. მეორე ადგილზე გასული პარტია, როგორც წესი, ოპოზიციაში გადადის. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი პარტია მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას, იწყება კოალიციების შექმნა. ვინ მონაწილეობს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში
ექსპერტები ვერაუდობენ, რომ ხვალ დაგეგმილ არჩევნებში ერთმანეთს ორი პარტია დაუპირისპირდება. ესენი არიან: კონსერვატორები და ლეიბორისტები. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა მაისის დასაწყისში, საარჩევნო კამპანიის გამოცხადების შემდეგ, მანიფესტების გამოქვეყნება დაიწყეს. მანიფესტში წერია, რას გააკეთებს პარტია მოგების შემთხვევაში, რა არის კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი და რის შეცვლას აპირებს გამარჯვების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელები საკუთარ რჩეულს სწორედ მანიფესტის მიხედვით ირჩევენ. არჩევნებში მონაწილე პარტიების მანიფესტების ძირითადი მესიჯები ექსტრემიზმთან ბრძოლას, ბრიტანეთის გაძლიერებასა და გაბრწყინებას, ეკონომიკურ სტაბილურობასა და კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას ეხება.
აღსანიშნავია, რომ Brexit-ის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად ივნისში დაიწყება. შესაბამისად, ამ პროცესს არჩევნებში გამარჯვებული პარტია უხელმძღვანელებს. თუ არჩევნებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის "კონსერვატიული პარტია" მოიგებს, მაშინ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და დაგეგმილ ვადებში დასრულდება, თუმცა თუ ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა, Brexit-ის პროცესი შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
ბელა არუთინოვი
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა.
მიმდინარე წლის 19 აპრილს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გადაწყვეტილებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ბრიტანეთის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც გახდა 18 წლის და დარეგისტრირებულია. როგორც წესი, კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ, თუმცა მათ საშუალება აქვთ დამოუკიდებლადაც იყარონ კენჭი. ამომრჩეველი ხმას აძლევს კანდიდატს, რომელიც მის საცხოვრებელ ოლქში იყრის კენჭს. პირი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს, თემთა პალატაში კონკრეტული რეგიონის წარმომადგენელი ხდება.
არჩევნებში მონაწილეობას 68 პარტია და 191 დამოუკიდებელი კანდიდატი, საერთო ჯამში კი 3,304 კანდიდატი იღებს. კერძოდ: ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატიულ პარტიას 339 ადგილი აქვს. ლეიბორისტებს - 228; შოტლანდიის ეროვნულ პარტიას - 54; ლიბერალ-დემოკრატებს - 9; მწვანეთა პარტიას კი, მხოლოდ ერთი ადგილი.
ცნობისთვის, ბრიტანეთში არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების გამო, არჩევნების 3 წლით ადრე ჩატარება გადაწყდა. მომდევნო არჩევნები 2022 წელს გაიმართება, თუმცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში აუცილებელია პარლამენტართა ორი მესამედის თანხმობა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)