|
2017-06-07 18:47:06, 1697 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები ფერმერებს შეხვდნენ
ახალციხეში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდებისა და ტესტირების გაცნობა. ასევე, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, ადგილობრივი მიწათმოქმედებისათვის და მიზნობრივი ჯგუფისათვის. აღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის-მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება. და ასევე, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან. მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიის ჯგუფი ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე სპეციალური სამენოვანი ბროშურის გამოცემასაც გეგმავს, რომელიც მომდევნო შეხვედრებზე რეგიონში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გადაეცემათ. შეხვედრები ფერმერებთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე დროული დიაგნოსტიკა ფერმერს შესაძლებლობას აძლევს , ანალიზის შედეგების საფუძველზე, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად. ჯაჭვური პრინციპით მოქმედება კი, ეფექტურ შედეგებს იძლევა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ფერმერებისათვის. ლაბორატორიის სპეციალისტებმა დაინტერესებულ პირებს დაწვრილებით მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მათ, იმისათვის რომ სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ზარალი თავიდან აიცილონ. (NS)
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)