15:10 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 14:14:31, 449 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: სხდომა არ გახსნილა და ვერც დავხურავ, დღეს ის აღარ გაიმართება

პარლამენტში ქვორუმის 3-ჯერ  არ არსებობის გამო,  სხდომა ჩაიშალა. პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლო სხოდმა საღამოს დაენიშნა, თუმცა მან განაცხადა, რომ სხდომა დღეს საერთოდ აღარ გაიმართება.
"პარლამენტის სხდომა დღეს არ შედგება.ყველამ თავის პოზიციაზე,  პოლიტიკურზე,  თუ სხვაზე, თავად აგოს პასუხი ამომრჩეველთან. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად,  მათ შორის კანონპროექტების, რომელიც შემოტანილია სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის მხრიდან. შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ, რომლებზეც კოლეგები გვეუბნებოდნენ, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხების განხილვა, მაგრამ რატომღაც ასე გადაწყვიტეს. ეს მათი უფლებაა. პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს, კოლეგებო. დღევანდელი სხდომა არ გახსნილა და ვერც დავხურავ. დღეს სხდომა არ გაიმართება",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics