|
2017-06-07 18:16:22, 806 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში მცხოვრები 11 ეკომიგრანტი ოჯახი საკუთრებაში ბინას მიიღებს
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის წევრებმა ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე სოციალურ სახლში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 11 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხი განიხილეს,. სხდომაზე საკითხი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ წარმოადგინა. კომისიის წევრებმა თერთმეტივე ოჯახის საკიხი დადებითად გადაწყვიტეს, ისინი ბინებს უახლოეს პერიოდში მიიღებენ. ცნობისთვის, თამარის დასახლებაში, 58 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის დასაწყისში დასრულდა. სოციალური სახლი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსებით აშენდა. გახარჯულმა თანხამ შეადგინა 3 060 773 ლარი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)