|
2017-06-07 16:07:24, 1558 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე ADA-ის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ავსტრიის განვითარების სააგენტოს ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ვალტერ ემაირს და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხადა ცხოველთა იდენტიფიცირების, ლაბორატორიული მომსახურების განვითარების, შესაძლებლობათა გაძლიერების მიმართულებებით გაწეული მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ავსტრიის გამოცდილების გაზიარება მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის განვითარებაში და ამ მიმართულებით სააგენტოსთან თანამშრომლობა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიო და ორგანული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ასეთი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე მიმწოდებელი, თუმცა ამისათვის სერტიფიცირების, მარკეტინგული და სხვა აუცილებელი პროცედურების გზაა გასავლელი. თქვენ ამ მხრივ საუკეთესო გამოცდილება გაქვთ; შესაბამისად, ბიო და ორგანული პროდუქციის წარმოება და შემდგომი რეალიზაცია არის ის მიმართულება, სადაც ავსტრიის სააგენტოს მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. როგორც ავსტრიის განვითარების სააგენტოს ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ვალტერ ემაირმა შეხვედრაზე აღნიშნა, ავსტრიის მხარისთვის აგრარული დარგის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა პრიორიტეტულია, არსებობს კარგი გამოცდილება და მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ახალი სფეროები, სადაც სამომავლოდ თანამშრომლობას განვიხილავთ. (NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)