20:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 15:22:22, 658 ნახვა

რეგიონი
საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა

დღეს  სასტუმრო ლეოგრანდში 2016 წელს  საგნობრივ ოლიმპიადაში და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში  გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჯილდოების ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომისიის თავმჯდომარესთან ვლადიმერ მგალობლიშვილთან და განათლების სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მათივე ინფორმაციით,  პატარაძემ   მოსწავლეებს ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცა და მომავალში წარმატებები უსურვა.

,,ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მიხარია, რომ ჩვენი რეგიონი ლიდერობს.დღეს ვაჯილდოვებთ საგნობრივ ოლიმპიადაში და  კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ 101 მოსწავლეს და 5 გამარჯვებულ სკოლას. ეს არის ჩვენი წარმატება, ჩვენი რეგიონის გამარჯვება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროექტში; სამინისტროს, პედაგოგებს, ბავშვებს.  ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა, ვინაიდან მიღებული ცოდნა და ინტერესი მომავალში დიდი წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.  მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობის სწორი მიმართულებით აღზრდა, სწორი ინვესტიციების განხორციელება. ეს არის ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქვეყნის სტრატეგია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში  ცოდნით, შრომითა და მიზანსწრაფულობით შესაძლებელია წარმატებას მიაღწიო. კიდევ ერთხელ ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა გამარჯვებულს" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

კონკურსები და საგნობრივი ოლიმპიადა  ორ ტურად ჩატარდა, რომელშიც  სულ  15 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. საბოლოოდ, საგნობრივ ოლიმპიადაში  101 გამარჯვებული მოსწავლე და 5 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა.

დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის (ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების) კონკურსში გამოვლინდა 15 გამარჯვებული გუნდი.

საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები პლანშეტებითა ( ტაბლეტები) და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, ხოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები - მხატვრული ლიტერატურითა და დიპლომებით.

აღნიშნული ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "განათლების ხარისხის გაუმჯობესება" ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში გაიმართა.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics