|
2017-06-07 14:28:27, 2229 ნახვა
კომენტარი
ბესელია: გიორგი ბადაშვილის შესაძლებლობების გამოყენება ძალიან კარგი იქნება პროკურატურისთვის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, გიორგი ბადაშვილის შესაძლებლობების გამოყენება ძალიან კარგი იქნება პროკურატურისთვისაც და საერთო საქმისთვისაც. "გიორგი ბადაშვილს საკითხების გადაწყვეტა და არც ერთ სამართლებრივ პრობლემურ საკითხებზე ღიად საუბარი არ უჭირს", - აღნიშნა ბესელიამ. კითხვაზე უკავშირდება თუ არა პროკურატურაში განხორციელებული ცვლილებები ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას საქმეს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ამ ლეგენდას“ ვერ დაადასტურებს. „ამ მითს და ლეგენდას ნამდვილად არ და ვერ დავადასტურებ, მაგრამ ძალიან გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ვიცნობ რა ძალიან კარგად გიორგი ბადაშვილს, როდესაც მთავარ პროკურორად დაინიშნა, დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი, გახსნილი, ღია თანამშრომლობის და ყველა პრობლემურ საკითხზე სრულიად ვთქვათ დაუფარავად, დისკუსიისა და საკითხების გადაწყვეტის", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. ცნოსბითვის, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი დაინიშნა. მთავარი პროკურორის მოადგილის დანიშვნის ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)