|
2017-06-07 14:00:35, 2450 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი დააკავეს
სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით, თურქეთში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ტანერ კილიჩი დააკავეს, - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტანერ კილიჩთან ერთად, ორგანიზაციის თურქეთის წარმომადგენლობის კიდევ 22 თანამშრომელია დაკავებული. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 16 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც 249 ადამიანი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი ადამიანი მძიმედ დაშავდა. აღნიშნულს მრავალი აქცია და დაკავებები მოჰყვა. თურქეთის ხელისუფლება მომხდარის ორგანიზებაში მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. ამჟამად გიულენი აშშ-ში ცხოვრობს, ხოლო ამერიკა მის ექსტრადირებაზე უარს აცხადებს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლება სხვადასხვა ოპოზიციური გაზეთის თანამშრომლები და მთავარი რედაკტორები ამავე ბრალდებით დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)