|
2017-06-07 13:25:27, 2101 ნახვა
კომენტარი
სუბარი: მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი განხილვის პროცესშია
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი განხილვის პროცესშია. როგორც სუბარმა აღნიშნა, საკითხის გადაწყევტა საქმის შესწავლის შემდეგ მოხდება. ,,ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რამდენად შეესაბამება ჩაბუქის მიერ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა საერთაშორისო სტატუსის კონვენციას, საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობას. ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ექსტრადაცია ავტომატურ რეჟიმში, პროკურატურის მიერ საქმის მასალების შესწავლისა და თურქული მხარის საბუთების მოწოდების გარეშე არ ხდება",- განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)