|
2017-06-07 13:13:01, 716 ნახვა
რეგიონი
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება
„ზაფხული იწყება აქ“ - ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 საათიდან ალი და ნინოს ძეგლთან სპეციალური, საზაფხულო დეკორაციებით მორთულ პლაჟზე სტუმრებს გასართობი მუსიკალური შოუ ელოდებათ. მათივე ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ელექტორნული მუსიკით friendly Mosquito, Autumn tree, Gabunia, Mzhavia და ლაშა გურული, იზრუნებენ. პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია ბარი და კაფეები - Radio Bar, Pipes Burger Joint, Pirate Bay Bar, Cold Bar, Martini Bar, სადაც სასმელებისა და კერძების შეკვეთა შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი. დღის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა აქტივობებიც. მათ შორის ველო მარათონი, ქუჩის რაგბი, ფრანები შოუ, დღის ფეირვერკი. ბავშვებისთვის კი სახის მოხატვა, ქვებზე ხატვა, უფასო ჰელიუმისა და საპნის ბუშტები. ამავე დღეს, კლუბი მანდარინის მიმდებარე ტერიტორაზე იფუნქციონირებს უფასო შეზლონგები და ქოლგები. 6-დან 7-საათამდე კი წყლის გასართობი საშუალებები - სკუტერი, პარაშუტი და იახტები იქნება უფასო. საღამოს, პლაჟზე დაინთება უზარმაზარი კოცონი, რომელთან მისასვლელი გზაც ჩირაღდნებით განათდება. სეზონის გახნის ღონისძიება გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდება. 8 ივნისს, კი ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიების წინასწარი ანონსი ქუჩის კონცერტებით დაწყება. ადგილობრივი ბენდები საბაგიროსთან, უნივერსიტეტთან და ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან დაუკრავენ და სტუმრებს სეზონის გახნის ღონისძიებაზე დაპატიჟებენ. მიმდინარე წელს, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინსიტროს ორგანიზებით და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)