|
2017-06-07 12:16:44, 2049 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: თუ კახი კალაძე იქნება მერობის კანდიდატი, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დიდი მაჩვენებლით გაიმარჯვებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის საუკეთესო კანდიდატი იქნება. წულუკიანის შეფასებით, თუ კალაძე მერობის კანდიდატი იქნება, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დიდი მაჩვენებლით გაიმარჯვებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში: „ქართულ ოცნებას“ რა თქმა უნდა, ეყოლება თავისი კანდიდატი მერის პოზიციაზე, თბილისში და ასევე სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში, ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ კახი კალაძე იქნება საუკეთესო კანდიდატი. თუ ეს ასე იქნება, რა თქმა უნდა, მას ექნება ჩემი, როგორც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის, მხარდაჭერა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმატებისთვის უკვე მეხუთე წელია მუშაობს იმ სტრუქტურაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. ვფიქრობ, თუ კახი კალაძე იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დიდი მაჩვენებლით გაიმარჯვებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)