|
2017-06-07 09:05:33, 2107 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ადვოკატი: პრემიერის განცხადება მუხთარლის ოჯახის წევრების მხრიდან აღიქმება მითითებად, რომ საქმეზე გამოძიება არ ჩატარდეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება, თითქოს ჟურნალისტის გატაცებაში ქართველი სპეცსამსახურები არ მონაწილეობდნენ, ოჯახის წევრების მიერ აღიქმება მითითებად სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რომ ამ მიმართულებით რაიმე სახის საგამოძიებო ქმედებები არ ჩატარდეს. როგორც ჩოფიკაშვილმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილმა ფაქტობრივად, სამართალდამცავ ორგანოებს მიუთითა, ვინაიდან ყოველგვარი გადამოწმებისა და გამოძიების გარეშე ამ საქმეში პოლიციელების მონაწილეობა გამორიცხა. „ის ფაქტი რომ საგამოძიებო ქვემდებარეობით პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს და მუხთარლის დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვს, მიანიშნებს იმას, რომ ეს მითითება შსს-ს მხრიდან სწორადაა აღქმული და სრულდება კიდეც, რაც დაუშვებელია, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ელჩებთან კეთდება განსხვავებული განცხადებები, რომ აღნიშნული საქმე სრულყოფილად იქნება გამოძიებული“,- აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი. ადვოკატმა იმედი გამოთქვა, რომ საქმეს ძიებაში პროკურატურა უახლოეს მომავალში მიიღებს მონაწიელობას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)