|
2017-06-07 08:49:30, 2263 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ლეილა მუსტაფაევა: პროკურატურა შეფერხებით მუშაობს - არ მაქვს სამართლიანი გამოძიების იმედი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, პროკურატურას მისი ქმრის გაუჩინარების საქმის გამოძიება გატაცებიდან 24 საათში უნდა დაესწრო. მუსტაფაევას შეფასებით, აფგან მუხთარლის საქმეს სამართლიანად არ იძიებენ, ამიტომ ის არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. ის პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს. "პროკურატურა შეფერხებით მუშაობს. საქმის სამართლიანი გამოძიებით დაინტერესების შემთხვევაში, უწყებას ძიება ჩემი მეუღლის გატაცებიდან 24 საათის შემდეგ უნდა დაეწყო. 10 დღე გავიდა და სამართალდამცავებისგან ამ დრომდე არ მიგვიღია ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ. პროკურატურისგან ამ დრომდე ველოდებით პასუხს ჩვენს მოთხოვნაზე“, - განაცხადა მუსტაფაევამ. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში საქართველოს სახელმწიფოს სტრუქტურების მონაწილეობა გამორიცხულია, მუსტაფაევას თქმით, გიორგი კვირიკაშვილის ეს განცხადება კითხვის ნიშნებს ბადებს. "პრემიერ-მინისტრმა პატივი უნდა სცეს კანონს და უნდა დაელოდოს გამოძიების დასრულებას. კითხვა ისმის, საიდან იცის პრემიერმა ამის შესახებ. ვფიქრობ, რომ ის ცდილობს, გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე. მისი განცხადების შემდეგ, მე არ მაქვს სამართლიანი გამოძიების იმედი. ისმის კითხვა, რატომ ღელავს პრემიერი და რატომ აკეთებს მსგავს განცხადებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული მხარე თანამშრომლობს აზერბაიჯანის მთავრობასთან“, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)