|
2015-04-17 12:37:04, 322 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს ლატვიელმა კოლეგამ ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტის და ქართული დელეგაციის პატივსაცემად ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და ლატვიის ლიდერებმა ოფიციალურ სადილზე ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს. „ჩვენ გვახსოვს და უაღრესად ვაფასებთ ლატვიელი ხალხისა და ხელისუფლების მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს წუთებში - 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს. თუმცა ეს თანადგომის ერთადერთი პრეცენდენტი არ არის. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან დღემდე ჩვენ არაერთხელ გვიგრძვნია ის კეთილგანწყობა, რომლითაც ლატვიელი ხალხი და მისი ხელისუფლება განმსჭვალულია საქართველოს მიმართ. დაუვიწყარია თქვენი მხარდაჭერა ნატო-ს უელსის სამიტის გადაწყვეტილებებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების პროცესში. ამავდროულად მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის დაუვიწყარი მეგობრული სულისკვეთება, რომელითაც აღსავსეა თითოეული შეხვედრა და საუბარი ლატვიის პრეზიდენტთან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)