20:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 15:24:33, 1868 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გიორგი კაკაურიძე: ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებაში არანაირი შეფერხება არ არსებობს

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილთან შედარებით მაღალი ტენდენციაა საგადასახადო შემოსავლების 5 თვის შესრულების მიხედვით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმით განსაზღვრული 4 505,0 მლნ ლარიდან, 5 თვეში შემოსული თანხა შეადგენს 3 887,7 მლნ ლარს (86,3%).

უწყების ცნობით, გადაჭარბებითაა შესრულებული საგადასახადო შემოსავლების პირველი კვარტლის გეგმაც როგორც ნაერთ ბიუჯეტში (გადაჭარბება 163,4 მლნ ლარი), ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში (გადაჭარბება 177,3 მლნ ლარი)

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით,  ივნისის თვეში, მოსალოდნელია 800,0 მლნ ლარამდე თანხის მობილიზება, რის გათვალისწინებითაც 6 თვის შესრულება იქნება გეგმის 104%-ზე მეტი; იგივე ტენდენციაა სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულების მიმართულებით, აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე 6 თვის გეგმის შესრულება სახელმწიფო ბიუჯეტშიც 104%-ზე მეტი იქნება.

 როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 6 თვის გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით შესრულდება არამხოლოდ საგადასახადო შემოსავლები, არამედ მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლები, ასევე, არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზაცია) დაგეგმილი შემოსავლები.

 მისი თქმით, გასული თვეებისგან განსხვავებით, ივნისში დაგეგმილია მსოფლიო ბანკისგან ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის მიღება, რომლის პირველი ტრანშის მისაღებად საჭირო სარატიფიკაციო დოკუმენტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და განიხილება მომდევნო სასესიო კვირას. აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირების შემდგომ მოხდება 47,2 მლნ ევროს ჩამორიცხვა.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებაში არანაირი შეფერხება არ არსებობს. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, 6 თვის გეგმასთან მიმართებაში შესრულება მაღალი იქნება (90%-ზე მეტი), თუმცა ზოგიერთ პროგრამაში შესაძლებელია იყოს მცირე ჩამორჩენა, რაც წლიური გეგმის 3-4%-ის ფარგლებში იქნება და მათი ათვისება განხორციელდება წლის მეორე ნახევარში. ხარჯვით ნაწილში, ასევე, აღსანიშნავია, რომ მაქსიმალურადაა  შეზღუდული ადმინისტრაციული ხარჯები, რის შედეგადაც ნაერთი ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ნაწილში 2017 წლის 5 თვის განმავლობაში 25,0 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში",  - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics