|
2015-04-17 12:16:45, 728 ნახვა
სამართალი
ოთარ კახიძე: მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინას, პროკურორები გატყუებენ
მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინას, გატყუებენ პროკურორები, რადგან ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის დევნილთა სიიდან ლტოლვილის სტატუსის გამო არ ამოუღიათ, - ამის შესახებ ადეიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კახიძემ განმარტა, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშილის ძებნილთა სიიდან ამოღების მიზეზი პოლიტიკური დევნის მაღალი ალბათობა გახდა. „ეს განცხადებები პროკურატურის მხრიდან კეთდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რათა დაამშვიდონ, იმიტომ, რომ გაბრაზებულია ძალიან მათზე. მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინას, რომ გატყუებენ პროკურორები, ვინაიდან, მაგალითად ერეკლე კოდუას ლტოლვილის სტატუსი აქვს, მაგრამ ის ჯერ ინტერპოლის ძებნილთა სიიდან არ ამოუღიათ. ამიტომ, მთავარი გახლავთ ის, რომ ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის თანახმად, დაუშვებელია ინტერპოლის მექანიზმების გამოყენება პოლიტიკური მოტივაციის საქმეებზე. ამ შემთხვევაში, ზურაბ ადეიშვილთან მიმართებაში დადგინდა, რომ მაღალი ალბათობით, შესაძლოა ადიგლი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)