|
2017-06-06 12:36:05, 2538 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის შეძენა ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის უნივერსალური სისტემა დაინერგება. როგორც მერმა აღნიშნა, გადახდის უვივერსალური სისტემა როგორც მოსახლეობისთვის ასევე ტურისტებისთვის მოსახერხებელი იქნება. „ჩვენ სულ მალე გამოვაცხადებთ კონკურსს, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ მეტროს ბარათების მეშვეობით გადახდის უზრუნველყოფას, არამედ პლასტიკური ბარათებითაც იქნება გადახდა შესაძლებელი. სხვადასხვა ბანკის ბარათების გამოყენება იქნება შესაძლებელი, რაც ტურისტებისთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ძალიან მოსახერხებელია“, - განაცხადა ნარმანიამ. რაც შეეხება გადახდის ახალი სისტემის ამოქმედების დროს, დავით ნარმანიას თქმით, ეს დედაქალაქის მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)