|
2015-04-17 11:11:11, 868 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პოლიციამ ქრისტიანების გემიდან გადაგდებაში ბრალდებულები დააკავა
იტალიის პოლიციამ 15 მუსლიმანი მიგრანტი დააკავა, რომლებიც ბორანიდან 12 ქრისტიანის გადაგდებაში არიან ეჭვმიტანილები. თვითმხილველების ცნობით, ბორტზე ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც განელი და ნიგერიელი ქრისტიანები წყალში გადააგდეს. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა. სამართალდამცავების განცხადებით, მუსლიმანები რელიგიური ნიშნით სიძულვილის საფუძველზე, ადამიანების განზრახ მკვლელობების გამო დააკავეს. ეჭვმიტანილები გვინეადან, კოტ-დივუარიდან, მალიდან და სენეგალიდან არიან. ცნობისთვის, მიგრანტები ნავით იტალიის სანაპიროებთან მიღწევას ცდილობდნენ. ბორანზე 105 ადამიანი იმყოფებოდა. გუშინ იტალიის ნაპირებთან ემიგრანტების კიდევ ერთი გემი ჩაიძირა, რასაც 40-ზე მეტი არალეგალი ემსხვერპლა. მხოლოდ ოთხშაბათის განმავლობაში კი იმავე პირობებში ხმელთაშუა ზღვაში 400-ზე მეტი ემიგრანტი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)