|
2018-09-21 11:09:39, 2197 ნახვა
რეგიონი
მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტრენინგების ციკლი ჩატარდა. ტრენინგები მიმდინარე წლის 11 სექტემბერს დაიწყო და 21 სექტემბრის ჩათვლით ეტაპობრივად სულ 8 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, თელავი, ბორჯომი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი) გაიმართა. სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ტრენინგი განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლებისთვის, ისე სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციების წარმომადგენლებისთვის და ეხება კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და განახლებული ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (my.gov.ge) პრაქტიკული დანიშნულების საკითხებს. სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (my.gov.ge) ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისების გამოყენების პრაქტიკული ასპექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ხსენებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება საჯარო სექტორის მხრიდან გარკვეულ მომზადებას საჭიროებს, რაც გულისხმობს ტექნიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ცნობიერების გაზრდას ამ სფეროში და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შესაბამის კომპეტენციას, რომელიც გარკვეულ დროსა და ძალისხმევას, ასევე საჯარო უწყების მხრიდან კოორდინირებულ მართვას მოითხოვს. სწორედ ამ პროცესის მიზანმიმართულად წარმართვისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონის იმპლემენტაციის პროცესის მხარდასაჭერად არის გამიზნული ტრენინგების ციკლის ჩატარება. 2017 წლის 21 აპრილს მიღებულ იქნა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. ზემოხსენებული კანონი ინოვაციებს ითვალისწინებს ქართულ სამართლებრივ სივრცეში, კერძოდ, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ენიჭება პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და დასაშვებად მიიჩნევა ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოების პროცესში. ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ საგამონაკლისო, კერძო შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. ტრენინგის განმავლობაში პასუხები გაეცა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელთა შეკითხვებს. ამასთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტომ წარადგინა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) განახლებული ვერსია, რომელიც არაერთ ისეთ სერვისს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება. მონაწილეებს აღნიშნული პორტალის ფუნქციონალი და პრაქტიკული გამოყენების დეტალებიც გააცნეს მუნიციპალურ სერვისებზე განაცხადის რეგისტრაციის მაგალითზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის საშუალებით წარმოებული მუნიციპალური სერვისები ხელმისაწვდომი გახდა ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - MY.GOV.GE. ◽ შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე საშუალება აქვთ, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადი my.gov.ge-ის საშუალებით და ელექტრონულად მიმართონ მუნიციპალიტეტს ისეთი მომსახურებების მისაღებად, როგორიცაა მშენებლობის ნებართვა, სოციალური დახმარება, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება და ა.შ. მომავალში იგეგმება ახალი მუნიციპალური სერვისების ელექტრონიზაცია და მათი განთავსება MY.GOV.GE პორტალზე.
(NS)
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)