|
2017-06-05 15:02:02, 938 ნახვა
სამხედრო
სამმხრივი საველე სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ დაიწყო
დღეიდან ათი დღის განმავლობაში საქართველო სამმხრივ საველე სწავლებას „კავკასიის არწივი 2017“ პირველად უმასპინძლებს. ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობის განვითარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ურთიერთკოორდინაციის დახვეწის მიზნით სპეციალურ დავალებებს შეასრულებენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სწავლებაში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო კომპონენტები მიიღებენ. სამხედროები ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალურ ამოცანებს განახორციელებენ. მათ სამედიცინო მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების გავლაც მოუწევთ. სცენარის მიხედვით ქვედანაყოფები მაღალი ღირებულების მიზნებს დაადგენენ და პირდაპირი მოქმედებების განხორციელებით მათ გაუვნებელყოფას მოახდენენ. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალურ ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება რიგით მესამეა. მანამდე აღნიშნულ სწავლებას ორჯერ თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)