|
2017-06-05 13:33:59, 2364 ნახვა
კომენტარი
„ევროპული საქართველო“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით მღებრიშვილს და გომერაულს პარლამენტში იბარებს
"ევროპული საქართველო" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდებს და ჩანაწერების გასაჯაროებას მოითხოვს. "ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლებას ნებისმიერი გზით უნდა მოეთხოვოს, საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. "ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გასცენ კითხვებს პასუხი. თუ ეს გაუვიდა ხელისუფლებას, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოქალაქე, ყველა პოლიტიკოსი ხელს ვაწერთ რომ ჩვენი სახელმწიფო არ არსებობს. აღარ ვლაპარაკობ იმ საერთაშორისო ზიანზე, იმ მორალურ მხარეზე, რომელიც წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში. ჩვენ მოვითხოვეთ შს მინისტრის და სუს-ის ხელმძღვანელის მოსვლა პარლამენტში, რომ სერიოზულად გასცენ პასუხი ყველა კითხვას და გაასაჯაროონ ჩანაწერები", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)